პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის გუნდურ საჭადრაკო ჩემპიონატზე 3 ტური მიილია, საქართველოს როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ნაკრებები კი მარცხის გარეშე ასპარეზობენ.
ორივე გუნდის აქტივში 2 მოგება და 1 ფრეა. ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, მერი არაბიძე, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი) ავსტრიასთან (3.5:0.5) და ბულგარეთთან (3:1) მოგებებს ისრაელთან მოულოდნელი ყაიმი მიაყოლა და 5 ქულით, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მე-5 ადგილზე იმყოფება.
ქალთა ტურნირს ქულათა მაქსიმუმით სომხეთი, პოლონეთი და უკრაინა ლიდერობენ.
მეტოქეთა გათვალისწინებით, უკეთესად უნდა მივიჩნიოთ ვაჟთა ნაკრების (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, გაიოზ ნიგალიძე) ასპარეზობა.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელგიელები 2.5:1.5 დაამარცხა, შემდეგ კი რეიტინგით მაღლა მდგარ გუნდებსაც ღირსეულად ეთამაშა: უნგრეთთან ყაიმი გააფორმა, ხოლო გერმანიას სულაც სძლია – 2.5:1.5.
ქართველმა ვაჟებმა ასევე 5 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხენი არიან. 6-6 ქულით ევროპის პირველობას ჩეხეთი და საფრანგეთი ლიდერობენ, პირველი რეიტინგის მქონე რუსეთი კი, ჯერჯერობით, 3 ქულით მხოლოდ 22-ეა.
მე-4 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები სერბეთს ეთამაშება, ვაჟები კი საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ საფრანგეთმა ჩეხეთს მოუგო
აზერბაიჯანმა ფრე ითამაშა უნგრეთთან და ჩვენაც ფრე
ნეტა ვის შევხვდებით ხომ არ იცით?
კი აშკარად გადაარჩნა ფანცულაიამ გაგუნაშვილს ევაჟკაცა ქე ვიგებდით დღესაც
კარგია! გილოცავთ!აბა ჰე!წავედი მე
მაინც ყოჩაღ ფანცულაიას რა პარტია გადაარჩინა.
გეთანხმები. ისე მაგრად ვისიამოვნე.
ვულოცავ ქალებს გამარჯვებას.
ვა, ჯიგარი ხარ ლევან! 2-2 კაცები
რა მოხდა?
დევიჯერო ახლა დროშა ჩამოუვარდა მაგ ბერძენს? აბა რა მოხდა სხვა ვერ მივხვდი
ვულოცავ ქალებს, ჩემპიონობა გვინდა ქალები
ყაიმით დასრულდა უკვე.stripslashes((strlen('http://chess-results.com/tnr114411.aspx?lan=1&art=3&rd=4&flag=30&wi=821')>0?' http://chess-results.com/tnr114411.aspx?lan=1&art=3&rd=4&flag=30&wi=821':' http://chess-results.com/tnr114411.aspx?lan=1&art=3&rd=4&flag=30&wi=821'))
იმას ცაიტნოტი რომ ქონდეს არ შეიძლება?
ეს ბერძენი ყაიმზე თუ არ დასთანხმდა წააგებს ტქო... ამას ვწერდი და დამბლოკეს
ესენიც გაგიჟდნენ ეტყობა.
რა ხდება?
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ვერ გავიგე ფანცულაიასთან დრო გაჩერდა?
ეგაა, ქალები 3,5-0,5
არაბიძეც რამდენიმე წამში გააფორმებს მოგებას
კაცებში 1.5:1.5-ია დარჩა ფანცულაიას სათამაშო
ფალცულაია მაღელვებს მხოლოდ. არადა არც ისე ადვილი მოსაგები აქვთ შავებს
ბელა უმაგრესია.
ქალებში ძაგნიძე ფრე. ხოტენაშცვილმა მოიგო. არაბიძე იგებს და ჯავახიშვილი იგებს სავარაუდოდ 3,5-0,5
ეხლა კაცებშიც ასეთი მონახაზი გააკეთე ძმაო და წავედი მე! მეტს არ შეგაწუხებთ!
ძლივს არ ვეღირსეთ ნორმალურ პასუხს! შენ გაიხარე ძმაო!
თემურ, შენც გენაცვალე გულში :-)
სომხები აგებენ კრაინასთან...ჩვენ ალბათ ფრეს გამოვრჩებით ბერძნებთან... ეს კაცებში
ვენაცვალე კი არა დაწერეთ 2-0ა ამ მოგებით 3-1 ამ მოგებით,თუ სულ ცაში ავფრინდებით! რა გჭირთ ხალხო,ყველა ვერ უყურებს და ანგარიში აინტერესებს და არა ვენაცვალე და მენაცვალე!რამდენი მორჩა და დარჩენილებში რა შანსებია,განა ძნელია 2 სიტყვით ამის დაწერა?
ბელამ მოგება გაიფორმა, ვენაცვალე!
უფ, არაბიძესაც მოუგია თითქმის უკვე...
პარტიის გარჩევა მე არ შემიძლია და მივჩერებივარ პლუსებს და მინუსებს
კაცებში რაც დაიწყო სულ მინუსი აქვს ფანცულაიას, თან კაი მოზრდილი ციფრი და გაუძლებს ვითომ???
ბიჭების საბოლოო დაფიქსირდა?
ე.ი გუნდიც აგებს?
ბელას შეგვიძლია უკვე მივულოცოთ
ახლა ეტლის და ლაზიერის გაცვლაა საწრაფოდ საჭირო, და ორი გამსვლელი პაიკი თავის საქმეს გააკეთებს
ხოტენაშვილი უკვე მოგებაზე ფიქრს შეუდგა...:-)
კაცებში ფრე, ქალებში 3-1 ალბათ
ყოჩაღ ბაადურ!
ძალიან გვშველის მისი კლასი. მართალია სხვები მხარს ვერ უბამენ, მაგრამ იმედია სხვა თამაშებში ეგენიც გამოიღებენ ხელს. ძალიან მომწონს მიუხედავად ამ სიტუაციისა ბაადური რომ სრული პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, ეტყობა უყვარს თავისი საქმე, პროფესიონალია და ამასთან ქვეყნის პრესტიჟს პატივს სცემს!
ფანცულაია ვფიქრობ ყაიმს მიაღწევს...
ჯობი თავის სტიქიაშია ესე რა ბრავო ჯობი
ხოტენაშვილი კიდევ უფრო მომწონს
ეხლა დაფიქსირდა ჩემთან ჯობავას მოგება
ბოლო ბოლო თქვით რომელიმემ საბოლოო პროგნოზი!ქალებში და კაცებსი,აბა ვინ მოახვედრებს.