საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან საკონტროლო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ 30:38 მარცხდება. აღსანიშნავია, რომ იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ორივე ტაიმი 15:19 დათმეს. საქართველოს ნაკრებში ქულები ასეა გადანაწილებული: ცინცაძე (6), შერმადინი (2), ჰიკმანი (6), მარკოიშვილი (9), სანიკიძე (2), ცქიტიშვილი (3), ბურჯანაძე (2).