ძიუდო

10:02 | 3.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები უმნიშვნელოდ ავიდ-ჩავიდნენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ უახლესი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა, რომელშიც ახლახან ვენაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შედეგებიცაა გათვალისწინებული. ქართველი ძიუდოისტები ინდივიდუალურ ევროპირველობაზე მთლი¬ანობაში საკმაოდ მოკრძალებულად გამოვიდნენ და 2005 წლის შემდეგ პირველად დარჩნენ ერთადერთი მედლის ამარა, მაგრამ ამის მიუხედავად, სარეიტინგო ცხრილში ბევრიც არ დაუკარგავთ...
60 კილოგრამში მოჭიდავე დავით ასუმბანმა ჩემპიონატზე მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა და მე-11 პოზიციიდან ერთით დაბლა ჩაინაცვლა. უმსუბუქესი წონის საუკეთესო ოცეულში კიდევ ერთი ქართველი, ამირან პაპინაშვილიცაა. იგი მე-16 ადგილს იკავებს.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნაკრების კიდევ ერთმა დებიუტანტმა, შალვა ქარდავამ 20 ქულა შეიმატა, რამაც 5 საფეხურით წინ წასწია და 21-ე ადგილზე დაამკვიდრა.
დანარჩენ ქართველთაგან საუკეთესო პოზიცია (69-ე) ზაზა კედელაშვილს აქვს, რომელმაც წლეულს წონა შეიცვალა და 73-ში გადავიდა. ვენაში კედელაშვილმა რეპეშაჟის ფინალი წააგო და ამისთვის 36 ქულაც მიიღო, რამაც 28-ე პოზიციიდან 25-მდე ასწია.
საუკეთესო რეიტინგი საქართველოს ნაკრების წევრთაგან კვლავაც 81 კილოგრამში მოჭიდავე ლევან წიკლაურს აქვს. მას შარშანდელ ევროპირველობაზე მოპოვებული 72 ქულა გაუნახევრდა, მაგრამ ეს დანაკლისი ზუსტად იმდენი ქულით შეავსო, რამდენიც მოაკლდა. ამჟამად, წიკლაური მე-10 ადგილზეა.
ერთადერთმა ქართველმა მედალოსანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ვერცხლის პრიზიორობისთვის 108 ქულა შეიმატა და მე-15 ადგილიდან 3 ნაბიჯით მაღლა ავიდა. წინსვლა უფრო თვალშისაცემი იქნებოდა, რომ არა შარშანდელი ვერცხლისთვის მიღებული ქულების განახევრება. ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) ისევ მე-11 საფეხურზე იმყოფება. მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი კი ევროხუთეულში შესვლამ ერთი პოზიციით დააწინაურა და ამჟამად, მე-16 ადგილზეა.
 

60 კგ
1 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)    1060
2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)    1056
3 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)    946
4 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია)    784
5 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)    720
12 დავით ასუმბანი    400
16 ამირან პაპინაშვილი    282
27 ნესტორ ხერგიანი    180
41 ბეთქილ შუკვანი    116
64 პაატა მერებაშვილი    64
70 ლევან ჩუბინიძე    50
100 სოსო ნიჟარაძე    28
 

66 კგ
1 ცაგაანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი)    1316    2 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)    964
3 სანიასურენ მიარაგჩა (მონღოლეთი)    916
4 ალიმ გადანოვი (რუსეთი)    776
5 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)    678
21 შალვა ქარდავა    212
69 ზაზა კედელაშვილი    60
107 მიხეილ ხომიზური    34
110 ნესტორ ხერგიანი    30
118 სანდრო იაკობაშვილი    26
118 გიორგი ფერსაშვილი    26
158 მინდია ხომიზური    8
 

73 კგ
1 კი-ჩუნ ვანი (სამხრეთ კორეა)    1630
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)    1064
3 გუი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)    990
4 მანსურ ისაევი (რუსეთი)    788
5 იასუჰირო ავანო (იაპონია)    532
25 ზაზა კედელაშვილი    206
60 თენგიზ პაპოშვილი    74
68 დავით ქევხიშვილი    60
68 დავით კუპრაშვილი    60
81 მიხეილ ხომიზური    50
151 დავით კობერიძე    12
207 ამბაკო ავალიანი    4
 

81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)    1260
2 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)    990
3 იან ბარტონი (ბრიტანეთი)    700
4 სერგეი შუნძიკაუ (ბელარუსი)    690
5 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)    598
10 ლევან წიკლაური    462
28 ხვიჩა ხუციშვილი    214
66 იოსებ წელაური    56
69 დავით კარბელაშვილი    52
108 გრიგოლ შინჯიკაშვილი    26
132 საბა გავაშელიშვილი    14
136 დავით ჭაბუკაშვილი    12
173 გიორგი ბაინდურაშვილი    4
 

90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია)    1450
2 კირილ დენისოვი (რუსეთი)    920
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)    914
4 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)    716
5 ჰეშამ მესბაჰი (ეგვიპტე)    650
12 ვარლამ ლიპარტელიანი    382
35 მინდია ბოდაველი    158
48 ზვიად გოგოჭური    82
61 გრიგოლ მამრიკიშვილი    70
71 საბა გავაშელიშვილი    52
111 ლაშა გურული    16
 

100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია)    1266
2 ჰი-ტაე ჰვანი (სამხრეთ კორეა)    1094
3 ელკო ფან დერ ხესტი (ჰოლანდია)    1080
4 რამადან დარვიში (ეგვიპტე)    930
5 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)    786
11 ლევან ჟორჟოლიანი    416
27 ირაკლი ცირეკიძე    164
36 დავით ლორიაშვილი    118
53 რევაზ ჩიკოიძე    72
62 ნოდარ მეტრეველი    58
76 ზურაბ ზვიადაური    36
112 დიმიტრი ტურაშვილი    8
 

+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)    1350
2 ისლამ ელ-შეჰაბი (ეგვიპტე)    850
3 კეიჯი სუძუკი (იაპონია)    794
4 მარტინ პადარი (ესტონეთი)    678
5 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი)    660
16 ზვიად ხანჯალიაშვილი    360
23 ადამ ოქრუაშვილი    234
27 ლაშა გუჯეჯიანი    190
63 ნოდარ მეტრეველი    40
90 გიგა გუბელაძე    16

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093797