ძიუდო

17:01 | 25.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები გუნდური ოქროსთვის იბრძვიან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე 2 გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა. პირველობაში სულ 13 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. ამირან ტოტიკაშვილის გუნდს კენჭისყრამ აშკარად გაუმართლა – საკმაოდ იოლ ბადეში მოახვედრა და ამასთან, პირდაპირ მეოთხედფინალში.
ქართველთა პირველი მეტოქე მოლდოვა იყო, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი, პოლონეთი. დებულების თანახმად, გუნდურ ჩემპიონატზე მხოლოდ ხუთ წონით კატეგორიაში – 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში მიმდინარეობს შეხვედრები.
ქართველები ორივე მოწინააღმდეგესთან 0:2-ს აგებდნენ. მოლდოვასთან შალვა ქარდავამ (66 კგ) და ზაზა კედელაშვილმა (73 კგ) ვერ შეძლეს ნაკრებისთვის ქულის მოხვეჭა, ხოლო პოლონეთთან – დავით ასუმბანმა (66 კგ) და კედელაშვილმა. ხოლო გარდატეხა ორჯერვე ლევან წიკლაურმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ლაშა გუჯეჯიანმა (+100 კგ) შეიტანეს.
ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენი შეხვედრები თბილისის დროით 19 საათიდან დაიწყება. საქართველო ფინალში შესუსტებული შემადგენლობით მოჭიდავე საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169456