კალათბურთი

23:08 | 21.07.2014 | ნანახია 1336 - ჯერ

ქართველი 18-წლამდელები ბოლო სპარინგ-მატჩში ბულგარეთთან 3 ქულით დამარცხდნენ

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები 24 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ჩაებმება, დღეს კი არჩილ ჟღენტის გუნდმა ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ქართველები სოფიაში ბუგარეთის ნაკრებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 65:68 წააგეს.

ქართველებმა მოსამზადებელ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს. ბულგარეთი „ბ“ დივიზიონის მასპინძელია და ტურნირსაც ამბიციით ხვდება. ქართველებმა მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, იმარჯვებდნენ კიდეც, მაგრამ...

საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფშია ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, გერმანიასა და ისრაელთან ერთად. მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გუნდი გადის.

18-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. სოფია. 21 ივლისი

ბულგარეთი – საქართველო (18:13, 20:16, 15:20, 15:16)

www.gbf.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:27 | 22.07.2014
braziliano84 (1301)

იმედია 20 წლამდელებივით ცუდად არ გამოვლენ...

09:28 | 22.07.2014
ocneba2 (323)

რა არის კი იმედიი?

23:25 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია, წარმატებით ითამაშებენ B დივიზიონში.

0.136026