2015 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მაყურებელთა დასწრების მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი თბილისის სპორტის სასახლეში ფიქსირდება.
კვირას ქართველი კალათბურთელების უნგრეთთან მატჩს 9 000 ქომაგი დაესწრო და ეს სარეკორდო მაჩვენებელია, მეორე ადგილზე კი ასევე თბილისური შეხვედრაა: 7 500 მაყურებელი საქართველო-ჩეხეთის თამაშზე.
როგორც სჩანს, საქართველოს კვალად, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩები ყველაზე დიდ ინტერესს ბოსნია-ჰერცეგოვინაში იწვევს.
ბოსნიელების ისლანდიასთან მატჩს ტუზლაში 7 000 გულშემატკივარი დაესწრო, სარაევოში კი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მასპინძელთა საქომაგოდ 6 500 ქომაგი შეიკრიბა.
დასწრების მხრივ, მატჩების გამორჩეული ათეული
1. საქართველო – უნგრეთი 9 000 მაყურებელი
2. საქართველო – ჩეხეთი 7 500
3. ბოსნია-ჰერცეგოვინა – ისლანდია 7 000
4. ბოსნია-ჰერცეგოვინა – დიდი ბრიტანეთი 6 500
5. მაკედონია – ბელგია 5 500
6. დიდი ბრიტანეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 5 125
7.
8. პოლონეთი – გერმანია 5 200
9. მაკედონია – დანია 5 100
10.