სხვა

0:00 | 24.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს ტიტული ფინეთმა აართვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, 2 წლის წინათ, ლუქსემბურგთან შეხვედრაში მოპოვებული “ჩელენჯ ტროფის” ტიტული ვერ შეინარჩუნა. ქართველებმა კონტინენტის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირის ფინალში გასვლა ამჯერადაც მოახერხეს, თუმცა, გადამწყვეტ დაპირისპირებაში ფინეთთან დამარცხდნენ და ტიტული მეტოქეს დაუთმეს.
სატიტულო დაპირისპირებას ავსტრიის ქალაქმა ლინცმა უმასპინძლა, სადაც ამ დღეებში კონტინენტის პირველობა მიმდინარეობს.
“ჩელენჯ ტროფის” გადამწყვეტ შეხვედრაში თავიდან მერაბ მეტრეველის შეგირდები დაწინაურდნენ (3:1), მაგრამ ხეირიანი შეკრების ვერგავლის გამო, ქართველთა თამაშში მალევე თავი იჩინა შეუთამაშებლობამ და ტაიმი მათ მინიმალური სხვაობით, 13:14 დათმეს.
შესვენების შემდეგ, მეტოქის უპირატესობა ოთხ ბურთამდეც ავიდა, საბოლოოდ კი, ფინეთმა 30:28 იმარჯვა.
ფინალური შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი ქართველთა ლიდერი სერგო დათუკიშვილი გახდა, რომელმაც მეტოქის კარში 11 გოლის გატანა შეძლო. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად კი, ფინელი იაკ კარსონი და რა თქმა უნდა, დათუკიშვილი დასახელდნენ.






























 




           





 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08989