ჭიდაობა

20:39 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს მხოლოდ ბრინჯაოს შანსი დარჩათ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ლევან ქელეხსაშვილი (66 კგ) და დავით ქერაშვილი (96 კგ) სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი ედიშერაშვილმა კი საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა.

ქელეხსაშვილმა ძირითად ბადეში ინდოელი არუნ კუმარის (8:0), ეგვიპტელი აიად იბრაჰიმ ხალილისა (8:1) და ბელარუსი ალექსანდრ კონტოიევის (7:5) ძლევის შემდეგ ნახევარფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, სომეხ დავიდ საფარიანთან დაძაბულ ბრძოლაში – 5:6 წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ ყურბანალიევს დაეჭიდება.

ქერაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, ირანელ რეზა იაზდანისთან წაგებით (2:8). იქამდე სამხრეთკორეელ ჯაეგანგ კიმსა (2:1) და ალბანელ ეგზონ შალას (12:5) აჯობა. “ბრინჯაოს ნახევარფინალში” ბელარუს ივან იანკოუსკის გასცდა (9:7). გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ პავლო ოლეინიკს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21 საათიდან დაიწყება.

 

 


 

0.134012