კალათბურთი

15:49 | 5.07.2013 | ნანახია 5146 - ჯერ

"ქართველებს ფაჩულიას გარეშეც ძლიერი გუნდი ჰყავთ"

ევრობასკეტის ვებ-გვერდზე კოკოშკოვის სია გაარჩიეს

 

მიუხედავად ტრავმირებული კაპიტნის ზაზა ფაჩულიას არყოფნისა, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით მიემგზავრება. აღნიშნული ვარაუდი ევრობასკეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოთქმული, სადაც იგორ კოკოშკოვის მიერ ქართველთა შემადგენლობის გამოცხადებას ცალკე სტატია მიეძღვნა.

“გუნდის ვარსკვლავური ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც აპრილში ოპერაცია გაიკეთა, საქართველოს ნაკრების 20-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა, მის გარდა, ქართველებს დანაკლისი არ გააჩნიათ, რაც მათ წინაშე საკმაოდ კარგ პერსპექტივებს შლის.

ნაკრების სერბ დამრიგებელს განსაკუთრებით წინა ხაზის უნდა ეიმედებოდეს, სადაც წამყვანი ფიგურა სიენას “მონტეპასკის” ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე იქნება. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მას გუნდში მოხსნების მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. დიდი როლი დაეკისრებათ პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მაისურით ევროლიგის მომგებ ცენტრ გიორგი შერმადინს და ფორვარდ თორნიკე შენგელიას, რომელსაც “ბრუკლინ ნეთსში” საკმაოდ იმედისმომცემი მატჩები ჰქონდა.

გამოძახება მიუვიდა სტამბულის “გალათასარაის” მსროლელ მანუჩარ მარკოიშვილს, რომელიც ლიტვაში ჩატარებულ ევრობასკეტზე, გუნდის ბომბარდირთა შორის მხოლოდ ფაჩულიას ჩამორჩა და საშუალოდ 18 ქულა აგროვებდა. მოსალოდნელია, რომ მწვრთნელისთვის მარკოიშვილი ერთ-ერთი მთავარი შემტევი ოფცია იქნება.

გუნდში მოხვდა რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელთაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მათგან ესპანური “კახასოლის” ფორვარდი ბექა ბურჯანაძე უნდა გამოვაარჩიოთ, რომელიც 20-წლამდელთა გასულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მექულეთა შორის მე-3 ადგილზე გახლდათ.

ამას გარდა, საქართველოს ნაკრებში ახალ ნატურალიზებულ მოთამაშეებსაც ვხედავთ. თელ ავივის “მაკაბის” და “ფინიქს სანზის” ამერიკელი კალათბურთელები, უკანახაზელი რიკი ჰიკმანი და ცენტრი ლუკ ზელერი შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნებიან და მათგან საუკეთესოს კოკოშკოვი აარჩევს. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატის განაცხადში გუნდებს მხოლოდ ერთი ნატურალიზებული მოთამაშის შეყვანის უფლება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში დაგეგმილ ევრობასკეტზე C ჯგუფში მოხვდა და ქალაქ ცელიეში მასპინძელთა გარდა, ესპანეთს, ხორვატიას, პოლონეთს და ჩეხეთს დაუპირისპირდება”.


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:06 | 19.07.2013
პანტელეიმონი (4347)

ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს, მაგრამ ზაზას არ ყოფნა მაინც დაგვეტყობა. თუ ზაზამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო, იქნებ სექტემბრისთვის შეძლებოდა 15 – 20 წუთი ეთამაშა ევრობასკეთზე. მისი თუნდაც ფიზიკური ყოფნა გუნდთან და ვარჯიში ორივე მხარისათვის (ნაკრებისათვის და ზაზასთვის) სასარგებლო იქნებოდა. ასეთი სიძლიერის ნაკრების შეკრებას არ ვიცი კიდევ როდის შევძლებთ. იმედი ბოლოს კვდება.

16:43 | 07.07.2013
jabar (494)

წელს ვერ ვიქნებით ზაზას გარეშე ძკლიერები ფაქტია მარა ზაზასთან ერთად ამ გუნდს ეს კოკოშკოვი რო ვერ აჭიდავებს მძიმე წონაში ხო ვნახეთ წინა ევროპაზე///////////////// მწვრთნელი უნდა ამ მაგარ თაობას მაღალი რანგის მწვრთნეელიიიიიიიიიიიიიიიიი////////////////

15:30 | 06.07.2013
dato.nanava (2529)

კაი სასტავია მარა ფაჩულია მაინც ნაკრების სული და გულია

12:42 | 06.07.2013
chikovansky91 (2776)

ronaldo9
შერმადინი ჯამლეტას ლუბიმჩიკია ))))))
მაგის გაზრდილია )))
ერთხელ თამაშისას აღმოხდა ხუხაშვილს , ვაიმე შვილოო გიოოოო D DD

10:35 | 06.07.2013
SHENGE (375)

Ra dros ar gvkavs fachulia..markoishvilma unda itvirtos lideroba..chemi azrit prioriteti unda ikos chexebtan da polonelebtan gamarjveba..(da ara grandebtan).mere ukve erti sensacia da eg aris..mitkvia da vimeoreb chveni nakrebis piki 2015 is evro unda gaxdes..

10:16 | 06.07.2013
chikovansky91 (2776)

რა გნებავს ჩემი ძმა ? D: D D )))))))
სტატიის სათაურს გამოვეხმაურე უშუალოდ და არა რომელიმე კალათბურთელს ვახ ))))))))))))))
ფაჩულიას გარეშე ძლიერი გუნდი როგორ ვიქნებით ერთი ?
)))))) ამაზე გამეცინა )))) დალშე ვინც გინდა ის მოუყვანიათ ლიჯბი ნაკრებმა წარმატება მოიპოვოს )))

04:08 | 06.07.2013
sport001 (4)

მისმინე მაშინ ყველაზე მეტი მაჩვენებელი რატომ აქვს ჩემპიონატში?????? აზრი არ აქ თქვენტან საუბარს

11:58 | 06.07.2013
ronaldo9 (267)

საქართველოში შერმადინი რეკორდს რეკორდზე ამყარებდა და ნბა-ში უშვებდა ჯამლეტა)))
მარა ბუდიველნიკში გადადის ახლა)
არც ათუაშვილი და არც რიჩო ევროპაზე წასაყვანი ხალხი არ არიან. შარაბიძე კარგი იყო, მაგრამ ტრავმის მერე ძალიან მოუკლო და ისევ ათამაშდება თუ არა კაცმა არ იცის

17:15 | 06.07.2013
buska (1193)

stripslashes((strlen('http://www.eurobasket.com/Georgia/basketball-Superleague_2012-2013.asp')>0?'http://www.eurobasket.com/Georgia/basketball-Superleague_2012-2013.asp':'http://www.eurobasket.com/Georgia/basketball-Superleague_2012-2013.asp'))

Domestic Player of the Year: Richard Matiashvili (207-C-89) of Kutaisi

03:48 | 06.07.2013
ronaldo9 (267)

კაი რა ათუაშვილი, სირცხვილია ტო, ტიპი კალათბურთს იმიტო თამაშობს რო მაღალია ი ვსო

03:02 | 06.07.2013
sport001 (4)

არასწორი იმფორმაცია არის არ წამოსულა თვითონ ვარჯიშებზეც არ გამოიძახეს სირცხვილია თან 3 თვე ორჯერადი ფიზიკური ვარჯიშებით ემზადებოდა

02:42 | 06.07.2013
cavs (374)

ათუაშვილმა ცოლი მოიყვანა და თვითონ წამოვიდა ნაკრებიდან, თორემ გადართოებულ შემადგენლობაში იყო გამოძახებული

01:44 | 06.07.2013
sport001 (4)

ეს ათუაშვილის ეს შარაბიდზე მათიაშვილი
ქულა მოხსნა პასი ქულა მოხსნა პასი ქულა მოხსნა პასი

19.4 14.1 1.6 9.7 5 0.5 18.3 11.6 1.9

01:20 | 06.07.2013
sport001 (4)

chikovansky91 სასაცილო ის არის რო სტატისტიკას არ უყურებ ათუაშვილი ყველაფერში პირველზეა მოხსნებში ქულებში დაფარებაში 2 რეზე არ უნდა დაედზახათ ვარჯიშებზე მაინც? აქ ყველა პროფესორია და სხვის გაგრიტიკებაში ხართ

00:44 | 06.07.2013
chikovansky91 (2776)

აბა აბაო )))))))))))))))

23:46 | 05.07.2013
shotai-olimpi (2773)

ათუაშვილი დავიჯერო არაფერში გამოადგებოდა ასეთი სიმაღლე აქვს და რავიცი ვინც უყურებთ საქართველოს ჩემპონატს არ აქვს ისეთი მონაცემები ნაკრებში 10 წუთით რომ მაინც დაიტვიროს?

16:58 | 06.07.2013
oposha (58)

კაზანჯიანი ხომ მოსვეს ეხლა სხვების ჯერია

23:24 | 05.07.2013
shotai-olimpi (2773)

აუ ზაზა რომ გვყავდეს ძალიან სერიოზულ ნაკრებს შევკრავდით თორნიკე მაინტერესებს მაგრად ევროპაში როგორ დაბრუნდება. ამხანაგური თამაშები როდის იწყება ხომ არ იცით?

22:24 | 05.07.2013
ambako (2432)

ხო მე მგონი სლოვენია

22:23 | 05.07.2013
ambako (2432)

ამ ჩამონათვალს ერთი გუნდი ხომ არ აკლია ჩვენს გარდა?

20:52 | 05.07.2013
berodaviti (4285)

ევრობასკეთის ოფიციალური ვებგვერდი აზრზე არაა რას ნიშნავს ზაზა ნაკრებისათვის და ჩამოთვლილი უცხოელებიც არ ვფიქრობ რომ გააძლიერებენ ნაკრებს, გაგვიჭირდება ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, მაგრამ ბიჭების გულიანი თამაშის მეიმედება...

20:34 | 05.07.2013
Kala94 (6114)

სუსტი ნაკრები ნაღდად არ გვყავს რა.. 4 კაცია ნაკრებში რომლებიც ნბა ში და ევროპის ტოპ გუნდებში თამაშობენ + ის 2 ნატურალიზებული .. უბრალოდ სკამი გვყავს შედარებით სუსტი თორე პერსპექტივა არის იმის რომ 2011 წლის შედეგი გავიმეოროთ რა

18:33 | 05.07.2013
geogeobasket (512)

ცქიტიშვილზეც რომ დაეწერა ავტორს ურიგო არ იქნებოდა!

19:51 | 05.07.2013
geogoli (968)

ევრობასკეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ყოფილა ეს ინფო, ასე რომ ამ სტატიის ავტორი არაფერ შუაშია

18:29 | 05.07.2013
zulu (627)

წინა ხაზი მე მგონი კარგი გვყავს ისედაც შერმადინი, სანიკიძე და შენგელია(შენგელიასი ძალიან მეიმედება, უფრო ატლეტური და ძლიერი ჩანს შარშანდელთან შედარებით)

18:28 | 05.07.2013
zulu (627)

ალბათ ჰიკმენი უფრო გამოგვადგება, მაგრამ საინტერესოა ისევ ერთწლიანი შეთანხმება აქვთ თუ სხვა დროსაც ჩვენტან იქნება?

0.119659