ინდოეთში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასკვნითი მე-10 ტურის წინ 7.0 ქულით 5 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის 2 ქართველია: მერაბ გაგუნაშვილი (2560) და ლუკა პაიჭაძე (2535).
მე-9 ტურში გაგუნაშვილმა შავი ფიგურებით სომეხი გევორგ არუთუნიანი (2434) დაამარცხა, ხოლო პაიჭაძე შავებითვე ინდოელ სური ვაიბჰავს (2524) დაუზავდა.
დამატებითი მაჩვენებლებით, გაგუნაშვილი პირველ ადგილზეა, პაიაჭაძე კი – მეხუთეზე. მათ გარდა ლიდერებში ხსენებული ვაიბჰავი და კიდევ 2 ინდოელი – ჩანდა სანდიპანი (2594) და მიშრა სვაიამსი (2442) იმყოფებიან.
ამ უკანასკნელმა შავი ფიგურებით მოულოდნელად მიხეილ მჭედლიშვილი (2621) დაამარცხა და ქართველი მოჭადრაკე 6.0 ქულით მე-13 პოზიციამდე დააქვეითა.
ინდოეთში მოთამაშე კიდევ ერთმა ჩვენებურმა ლევან ფანცულაიამ (2573) თეთრებით ინდოელ არგჰიადიპ დასს (2373) სძლია და 6.5 ქულით მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.
დასკვნით ტურში ქართველთა უმეტესობა შავი ფიგურებით ითამაშებს. პაიჭაძე სანდიპანს გაეჯიბრება, ფანცულაია – ვალერი ნევეროვს (უკრაინა, 2504), მჭედლიშვილი – ნიკილ