საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე რეპეშაჟის ნახევარფინალში ჩინეთი 5:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იაპონიას დაუპირისპირდება. ძიუდოს ფუძემდებლები ნახევარფინალში მასპინძლებთან 2:3 დამარცხდნენ. მეორე ბრინჯაოსთვის რუსეთი და სამხრეთ კორეა იჭიდავებენ, ფინალში კი საფრანგეთის მეტოქე ბრაზილია იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დამამშვიდებელ ეტაპზე მეოთხედფინალიდან გადაერთო, სამხრეთ კორეასთან 2:3 წაგების შემდეგ. იქამდე კი პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა გუნდმა გერმანია დაამარცხა – 3:2.
ოთარ მაღლაკელიძე







