ჩოგბურთი

20:54 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს ანტალიაში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ჯამში 6 მატჩი მოიგო და ფინალამდეც უწია, თუმცა, გადამწყვეტ შეხვედრაში მარცხი განიცადა.

ბასილაშვილმა თამაში ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, სადაც 2 გამარჯვება იზეიმა, შემდეგ კი, ძირითად ბადეშიც დამაჯერებლად გაისარჯა.

ნიკოლოზმა ნახევარფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ბელგიელი მაქსიმ აუტომი 7:5, 6:3 დაამარცხა და ფინალშიც კარგი სტარტი აიღო, თუმცა, მე-2 რეიტინგის მქონე გერმანელ რონინ კერნთან პირველი სეტის მოგების შემდეგ, საბოლოოდ, 6:4, 3:6, 3:6 წააგო.

ანტალიაშივე, ქალთა 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა ეკატერინე გორგოძემ. მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში რუმინელ დიანა ბუზეანს (მე-7) 6:0, 6:4 მოუგო, ნახევარფინალში კი ჩეხ მარტინა კუბიჩკოვასთან (მე-2) 6:4, 2:6, 5:7 წააგო.

0.123483