ფეხბურთი

14:55 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა თასზე დანიასა და ლიტვაში მოიგეს

დანიის ლიგის თასის 1/8-ფინალში, “ორჰუსმა”, სადაც დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე გამოდიან, სტუმრად “ბ93” 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სხირტლაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ვაწაძე 68-ე წუთზე შეცვალეს. დევდარიანი მოედანზე არ გამოჩენილა.

სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, “მოროკა სვოლოუვსმა” გასვლაზე “გოლდენ აროუსთან” 1:2 წააგო. გიორგი ნერგაძე დამარცხებულთა სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. “მოროკას” 15 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-3 პოზიციაზეა.

თურქეთის თასის გათამაშებას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა “ქასიმფაშა”, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა. “ქასიმფაშა” სტუმრად პირველი ლიგის “ინეგოლსფორთან” 0:1 დამარცხდა.

ლიტვის თასის 1/2-ფინალში გავიდა გარგჟდაის “ბანგა”, რომელმაც საპასუხო მატჩში “დაინავა” 4:0 დაამარცხა. “ბანგას” პირველი თამაში 1:2 წაეგო და თავის მოედანზე უპრობლემოდ გაიმარჯვა. თამაზ ჩარგეიშვილი გარგჟდაელთა სასტარტოში იმყოფებოდა და პირველი ტაიმის მერე ვაჟა ბედოიძემ შეცვალა. ირაკლი ღერკენაშვილი 18-კაციან განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ თამაში არ მოუწია.

0.128408