ჩოგბურთი

14:27 | 26.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა მეოთხედფინალში დაასრულეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა ანა ტატიშვილმა, ოქსანა კალაშნიკოვამა და მაკა ჩახნაშვილმა მიმდინარე კვირის საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს.
მექსიკაში, აკაპულკოს 220-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ტატიშვილი და ამერიკელი ლილია ოსტერლო მე-4 ნომრად განთესილ სლოვენიურ-ჩეხურ დუეტთან (ჰერცოგი-ზაჰლავოვა სტრიჩოვა) 5:7, 2:6 დამარცხდნენ.
ასევე მეოთხედფინალში დაასრულეს ასპარეზობა კალაშნიკოვამა და ჩახნაშვილმა, რომელთაც მე-4 განთესვა გერმანიის ქალაქ ბიბერახში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე ჰქონდათ.
ქართულმა წყვილმა პოლონურ ტანდემთან (ბროზდა-კიშჩინსკა) 6:3, 4:6, 6:10 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091496