ფეხბურთი

12:47 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა მალტაზე დუბლი შეასრულეს

“ვალეტამ”, რომლის ღირსებას ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მაისურაძე და ოვონიკოკო იცავენ, მალტის ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიპოვა.

ოთხშაბათს გამართულ ფინალურ შეხვედრაში “ვალეტამ” “შლიემა” 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე ლატეფ ელფორდ-ალიუმ გაიტანა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის შინ “იურმალას” 1:0 მოუგო. ირაკლი კლიმიაშვილმა და ლაშა დვალმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშეს. “სკონტო” 10 გუნდში 15 ქულით მეორეა.  

ჩემპიონატის ლიდერმა “ვენტსპილსმა” სტუმრად “დაუგავპილსს” 3:0 აჯობა. თორნიკე  თარხნიშვილმა გამარჯვებულებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ვენტსპილსი” ცხრილის სათავეში 21 ქულითაა.

“იელგავამ” რიგის “დაუგავა” მიიღო და 1:0 აჯობა. გიორგი დიაკვნიშვილი რიგელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 89-ე წუთზე შეცვალეს. “იელგავა” 13 ქულით მეოთხეა. 

0.123828