უკრაინის ქალაქ დნეპროდერჟინსკში მიმდინარე უკრაინის ღია ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრებს 3 მატჩის შემდეგ 2 მოგება დაუგროვდა.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სევასტოპოლის ნაკრებს 12:9 აჯობა, მომდევნო შეხვედრა კი მარიოპოლის “ილიჩევიცთან” ორქულიანი სხვაობით 8:10 დათმო.
დღეს, ქართველები “მინსკს” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით მისი მე-4 პერიოდი, როცა ანგარიში 10:10 იყო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლოს მაინც მოიკრიბა ძალა და მეტოქე 14:11 დაამარცხა.
18 დეკემბერს, ქართველები კლუბ “კიევს” ეთამაშებიან, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრას, 19 დეკემბერს, “დნეპროპეტროვსკთან” გამართავენ.
მაკა თოიძე







