ჩოგბურთი

23:21 | 18.07.2014 | ნანახია 1498 - ჯერ

ქართველებმა ასპარეზობა დაასრულეს

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა, რომლის საპრიზო ფონდიც 50-ათასი დოლარია. მეოთხედფინალში სოფო პირველ ნომრად განთესილ ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკას გაეჯიბრა და 1:6, 4:6 დამარცხდა.

ასპარეზობა დაასრულა ეკატერინე გორგოძემაც, რომელიც გერმანიის ქალაქ დარმშტადტში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ირჯებოდა. მეოთხედფინალში გორგოძემ მე-4 რეიტინგის მქონე შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიჩთან 7:6 (9:7), 1:6, 4:6 წააგო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:59 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია სხვა ტურნირებზე უკეთ გამოვლენ

0.06053