ჩოგბურთი

1:06 | 26.02.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ქართველებმა ანტალიაში ყოჩაღად დაიწყეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ანტალიის 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ სლოვენიელი ტიასა სრიმპფი 6:1, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში ფრანგ ვიკტორია მუნტეანს გაეჯიბრება.

თავის მხრივ, ქვაცაბაიამ რუს კსენია დმიტრიევას 6:3, 6:1 სძლია და ახლა, ამერიკელ მალიკა როუზთან ჭიდილი ელის.

წყვილთა ტურნირში მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძემ და ქვაცაბაიამ რუმინელ კრისტინა ადამესკუს და იტალიელ იასმინ ლადურნერს 6:1, 6:2 მოუგეს და მეოთხედფინალში ზელანდიურ-ფრანგულ დუეტს (დიან ჰოლანდსი-ვიკტორია მუნტეანი) ეთამაშებიან.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.062871