ჭადრაკი

22:52 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა 5-5 ქულით დაასრულეს

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულებული პაულ კერესის მემორიალის გამარჯვებული რუსი ალექსანდრ დანინი (2602) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს 0.5 ქულით გაუსწრო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში 2 ქართველი მოჭადრაკეც ირჯებოდა, რომელთაც ერთნაირი შედეგები აჩვენეს. უკანასკნელ ტურში აკაკი შალამბერიძე (2372) შავი ფიგურებით დანიილ ლინტჩევსკისთან (რუსეთი, 2541) დამარცხდა და 5.0 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება ვარლამ ვეფხვიშვილს (2185), მან ბოლო პარტია ვალენტინ დრაგუნს (რუსეთი, 2002) მოუგო და ასევე 5.0 ქულით 30-ე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ვეფხვიშვილს სწორედ 30-ე განთესვა ჰქონდა, შალამბერიძეს კი მე-18 განთესვა გააჩნდა. 

0.115368