ძიუდო

15:37 | 22.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებისთვის მეორე დღე ნაადრევად დასრულდა

სტამბოლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.
დღეს მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება. ჯერ მხოლოდ წინასწარი ეტაპის შეხვედრები ჩატარდა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ კვარცხლბეკი ქართველთა გარეშე შეივსება.
ამბაკო ავალიანმა, თენგიზ პაპოშვილმა (ორივე 73კგ), ლევან წიკლაურმა და დავით კარბელაშვილმა (ორივე 81კგ) მეოთხედფინალამდე წააგეს, რითაც ოქრო-ვერცხლთან ერთად ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგეს.
ფინალური ბრძოლები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება. დარჩენილ სამ წონაში – 90, 100 და +100 კილოგრამებში კი, ჩემპიონ-პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095463