მორიგი ტური გაიმართა რუმინეთის ჩემპიონატში. “სტიინტა ბაკაუმ” შინ 35:21 დაამარცხა უშუალო კონკურენტი, ბუქარესტის “დინამო” და მესამე ადგილი ჩამოართვა.
“ბაკაუს” სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო - მეკარე შოთა თევზაძე და ვლადიმერ რუსია. რუსიამ 3 გოლი გაიტანა და გუნდის დაცვით განლაგებაშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. 24 ნოემბერს “ბაკაუ” ფედერაციის თასის მესამე წრეში ითამაშებს შვედური “კრისტიანსტადის” წინააღმდეგ.
ზედიზედ მეორე თამაშია, ტიმიშოარას “პოლიტექნიკას” მთავარი ბომბარდირია ირაკლი ჩიქოვანი. მან ამჯერადაც 8 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდი ისევ დამარცხდა - სტუმრად, “ტურდასთნ” 26:32. 10 თამაშის შემდეგ 26-26 ქულით ლიდერობენ “კონსტანცა” და “ტურდა”, 22 ქულით მესამეა “ბაკაუ,” ხოლო “ტიმიშოარა” მეშვიდეა 12 ქულით.
ერთი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაში. გერმანულმა “კილმა” დაამარცხა ფრანგული “დიუნკერკი” - 28:25 და 10 ქულით ლიდერობს B ჯგუფში. ფრანგებმა ზედიზედ მეექვსე თამაში წააგეს. დღეს კიდევ 3 მატჩია. ქალთა ლიგაში კი გაიმართა მეორე ჯგუფური ეტაპის წილისყრა, A ჯგუფში მოხვდნენ მიდტიულანდი (დან), ვარდარი (მკდ), სევეჰოფი (შვდ), ტიურინგერი (გერ). B ჯგუფი: კრიმ მერკატორი (სლნ). დიორი ეტო (უნგ), ლარვიკი (ნორ), ბუდუჩნოსტი (მნტ). თამაშები თებერვალში განახლდება.