თორნიკე ოქრიაშვილმა 86 წუთი ითამაშა “ჩერნომორეცი”-“მეტალისტის” შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. თორნიკე აქტიური გახლდათ და საკმაოდ ხშირად აწუხებდა მეტოქის დაცვას. მან ყვითელი ბარათიც მიიღო სასტვენის შემდეგ ბურთის გადაგდებისთვის. საერთოდაც, ოქრიაშვილი “ჩერნომორეცში” აშკარად უკეთ თამაშობს, ვიდრე “ილიჩივეცში”. ოდესელები მეხუთე ადგილზე არიან.
თავის მხრივ, “ილიჩივეცმა” დონეცკში 1:3 წააგო “შახტართან” და მეცხრეზე დარჩა. დავით თარგამაძემ ვერ ითამაშა იმ კლუბის წინააღმდეგ, რომელსაც ეკუთვნის. მიზეზი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია იყო.