ჩოგბურთი

14:08 | 19.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები წყვილად დარჩნენ

სოფო ქვაცაბაიასა და თათია მიქაძის წყვილმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
ქართული დუეტი მე-3 ნომრად გახლავთ განთესილი და პირველ რაუნდში უკრაინულ წყვილს (პავლიუკი-პიატაკოვა) 6:4, 7:5 სძლია.
მეოთხედფინალში სოფო და თათია კიდევ ერთ უკრაინულ ტანდემს (ბეიგელციმერი-იანჩუკი) გაეჯიბრებიან.
სამწუხაროდ, წარმომადგენელი არ დაგვრჩა ერთეულთა ტურნირში, სადაც სამი ჩვენებური ირჯებოდა.
სოფო შაფათავამა და სოფო ქვაცაბაიამ პირველივე დღეს წაიფორხილეს, თათია მიქაძემ კი გუშინ მე-2 ნომრად მიჩნეულ თურქ კარლა ბუიუკაკჩაის დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა 7:6 (7:3), 1:7, 7:5 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171466