ჭადრაკი

16:03 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ

 

გიბრალტარში დასრულდა გრანდიოზული საჭადრაკო ფესტივალი ქალებსა და კაცებს შორის, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი მონაწილეობდა.

ქალთა შორის ჯავახიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ტურში ლი ჩაოსთან (ჩინეთი) წააგო, 6,5 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა. 7-7 ქულით I-III ადგილები მარია მუზიჩუკმა (უკრაინა), ჟაო სიუემ (ჩინეთი) და ნატალია ჟუკოვამ (უკრაინა) დაიკავეს. რაც შეეხება ხოტენაშვილს, იგი ბოლო ტურში ნიკოს გეორგიადისს (საბერძნეთი) დაუზავდა, 6 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაში 64-ე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მთავარ პრიზს, ფინიშის ხაზი 8-8 ქულით ვასილი ივანჩუკმა (უკრაინა), ივან ჩეპარინოვმა (ბულგარეთი) და ნიკიტა ვიტიუკოვმა (რუსეთი) გადალახეს. რადგან ჩემპიონატის დებულებიდან გამომდინარე პირველი პრიზის გაყოფა არ შეიძლებოდა, უძლიერესი ტაი ბრეიკებმა გამოავლინეს, რომლის შემდეგ I-III ადგილები ასე განაწილდა: ჩეპარინოვი, ვიტიუკოვი, ივანჩუკი.

0.110398