ჩოგბურთი

17:00 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები საჩოგბურთო რეიტინგებში

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში კვლავინდებურად 8 ქართველი გოგონა ფიგურურებს, მათგან საუკეთესო შედეგი კი ანა ტატიშვილს გააჩნია, რომელიც 499 ქულით 128-ე ადგილზე რჩება.

128 (128). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 225 (223). სოფო შაფათავა – 262; 301 (299). ოქსანა კალაშნიკოვა – 160; 467 (465). მაკა ჩახნაშვილი – 74; 474 (493), ეკატერინე გორგოძე – 73; 690 (722). სოფო ქვაცაბაია – 32; 1204 (1196). თამარ ჭალაგანიძე – 3; 1211 (1204). მარიამ ბოლქვაძე – 3;

მიმდინარე კვირაში შაფათავა უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფება და ძალებს 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. მე-2 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში ლისან ვან რიეტს გაეჯიბრება.

წყვილთა შეჯიბრში პირველი განთესვის მქონე შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა ძალებს ასევე უკრაინელებთან – ალიონა სოტნიკოვასთან და მარიანა ზაკარლიუკთან მოსინჯავენ.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია პირველ ნომრად მიჩნეულმა ეკატერინე გორგოძემ. მან საწყის წრეში დაისვენა, შემდეგ კი იაპონელი კიოკი ოკამურა 6:2, 6:4 დაამარცხა. ძირითა ბადეში გორგოძესთან ერთად სოფო ქვაცაბაიაც ითამაშებს.

ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრად იქნება განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი, კვალიფიკაციაში კი ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა ითამაშა, თუმცა – წარუმატებლად.

დემურ დავითაძემ ბერძენ აგელოს ვენიზელოსთან 4:6, 4:6 წააგო, ხოლო მე-16 ნომრად განთესილმა გიორგი ჯავახიშვილმა ჯერ რუს ტიმურ სალბიევს სძლია (6:0, 5:7, 6:4), შემდეგ კი შვეიცარიელ მეტიუ გუენასთან 2:6, 2:6 დამარცხდა.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (AთP) ახალ კლასიფიკაციაში 5 ქართველი ვაჟი მოხვდა: 371 (389). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 112 ქულა; 1094 (1095). ალექსანდრე მეტრეველი – 8; 1656 (1656). გიორგი ცივაძე – 2; 2199 (2201). ალექსანდრე ხმიადაშვილი – 1; 2144 (2147). გიორგი ჯავახიშვილი – 1;

0.122698