საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” 24-26 ივნისს ჩატარებული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გახდა. მესამე ტურში ამ გუნდმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს იოლად აჯობა – 12:2 მოუგო. მეორე ადგილზე აზიის ჩემპიონი ყაზახეთი გავიდა, რომელმაც ბელარუსს 15:7 სძლია.
ქართველმა ახალგაზრდებმა ერთი მოგებით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. უქულოდ კი ტურნირი მხოლოდ ბელარუსებმა დატოვეს.







