ჩოგბურთი

13:58 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები პადოვას ტურნირს გამოეთიშნენ

იტალიის ქალაქ პადოვაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (სასპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. მაკა ჩახნაშვილის დარად, შეჯიბრს სოფო შაფათავაც გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში შაფათავა “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ აგნეს ზუჩინის დაუპირისპირდა და 5:7, 7:5, 4:6 დამარცხდა. წყვილთა მეოთხედფინალში სოფომ და რუსმა მარინა შამაიკომ იტალიელ დენტონისთან და ბულგარელ ნაიდენოვასთან (მე-3 განთესვა) 6:3, 2:6, 8:10 წააგეს.

0.120885