ბულგარეთში ოქროს ქვიშებზე გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 3 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს: ზურაბ ჯავახაძე (2450), ივერი ჭიღლაძე (2396) და თამაზ მგელაძე (2197).
6 ტურის თავზე ქართველთა შედეგები სახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება. ჩვენებურთაგან საუკეთესო შედეგი ჯავახაძეს გააჩნია, რომელიც 4.0 ქულით 37-ე ადგილზეა, ჭიღლაძეს (3.5) 67-ე პოზიცია უკავია, მგელაძე კი 3.0 ქულით 222 (!) მონაწილეს შორის 96-ეა.
ბულგარულ ტურნირს, რომელიც 9 ტურად მიმდინარეობს, 5.5-5.5 ქულით ჩეხი ზბინეკ ჰრაჩეკი (2625) და რუმინელი ვლადისლავ ნევედნიჩი (2580) ლიდერობენ. რეიტინგ-ფავორიტ ტიგრა პეტროსიანს (სომხეთი, 2649), 4.5 ქულით, ჯერჯერობით მე-13 ადგილი უკავია.
ტურნირის საპრიზო ფონდი 40 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 6 ათასს მიიღებს.