საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთათვის, ბაქოს დიდი პრიზის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. აზერბაიჯანულ ტატამზე, დღეს მედლები მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება. ქართულ გუნდს ორივე წონაში ორ-ორი მონაწილე ჰყავდა. 73 კილოგრამში თენგიზ პაპოშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა იჭიდავეს, 81-ში – ლევან წიკლაურმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ოთხივე ძიუდოისტი დიდ პრიზს მერვედფინალიდან გამოეთიშა.
პაპოშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი ავსტრიელი პიტერ შარინგერი აღმოჩნდა, ტატალაშვილისთვის - ჰოლანდიელი დექს ელმონი, წიკლაურისთვის - ბელგიელი ჯოაკიმ ბოტიო, ხოლო ჭრიკიშვილისთვის – ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა.
ოთარ მაღლაკელიძე







