ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.
მე-5 ნომრად განთესილმა შაფათავამ მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუსი ანასტასია ფროლოვა 1:6, 6:4, 7:5 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში პირველი რეიტინგის მქონე ბელარუს ალიაკსანდრა სასნოვიჩს გაეჯიბრება.
თუკი სოფომ მეოთხედფინალშიც იმარჯვა, ფინალის საგზურისთვის რუსეთის სახელით მოთამაშე ჩოგბურთელებს – ქართველ მაია კაციტაძეს და სომეხ მარგარიტა გასპარიანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ანტალიის 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს ეკატერინე გორგოძე. მე-2 განთესვის მქონე ქართველმა ჩინელ ქსიაორინგ დონგს 6:3, 6:1 მოუგო და მეოთხედფინალში რუმინელ ნიკოლეტ-კატალინა დასკალუს ეთამაშება. რაც შეეხება სოფო ქვაცაბაიას, იგი ასევე ჩინელ ჟაოქსუან იანგს ვერ გაუმკლავდა – 4:6, 7:5, 1:6.
წყვილებში მე-3 ნომრად მიჩნეულმა დუეტმა ქვაცაბაიას და ავსტრიელი პია კონიგის შემადგენლობით, უკრაინელი ოლენა კირპოტი და სლოვენიელი ტიასა სრიმპფი 7:5, 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია.
მომდევნო რაუნდში ქვაცაბაია და კონიგი ჩინელებს – დონგს და ლინ ჟუს ეთამაშებიან, რომელთაც მეოთხედფინალში გორგოძის და რუმინელი დიანა ბუზეანის მე-2 განთესვის მქონე წყვილს 3:6, 6:4, 10:6 სძლიეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ავტორ საიდან მოგაქვს, რომ შენი ინფორმაცია ოფიციალურია???? შენი ინფორმაცია არის კატალონიური რადიოს ვარაუდი, ხოლო ოფიციალური ინფორმაციით ინიესტას თამაში ჩელსისთან არ არის გამორიცხული და არსებობს თამაშის არც თუ ისე პატარა შანსი, ამიტომ ზოგჯერ გადაამოწმე. რაც შეეხება თამაშს მგრნია, რომ ბარსას არ გაუჭირდება, რადგან ჩელსის ავტობუსს ვერ დააყენებს, რადგან გოლი აქვს აუცილებოად გასატანი ლა თუ მაინც დააყენა ავტობუსი, მაშინ მგრნი ვალვერდე საერთოდ მოკლავს თამაშს ისე, როგორც მოკლა ატლეტიკოსთან და მომენტსაც არ შეაქმნევინებს, ხოლო თუ ჩელსიმ თამაში გახსნა იქ რაც მოზდება ყველამ იცის.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კოუც არ იქნება დემბელე ჯერ არაა ხოდზე და მოუწევთ პაულინიოს და გომეშს ძირითადში თამაში :დ
ეს თუ არ იყო მართლა არ იქნება ფავორიტი ბარსა
ისევ ავტობუსობას თუ მიაწვა ჩელსი რა აზრი აბრაგანები მაინც დაამუღამონ.
მაინც გავა ბარსა.რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია ინიესტა მაგრამ ჩელსის იმდენად არ უყვარს ბურთით თამაში მაინც დაუჭერს ცენტრს ბარსა
თქვენ იხუმრეთ და ჩელსი ნამდვილად იბრძოლებს, ოღონდ მესის ფაქტორი გადაწონის ალბათ
35 დან 70 პროცენტამდე ავიდა ჩელსის შანსები
მაგრამ უცებ გაჩნდა კოუტინიო და შანსებმა ისევ 35-მდე ჩაიწია
კოუ ვერ ითამაშებს ამ სეზონში ლიგაზე
ჰოო ჩელსის არც თუ ისე დიდ შანსებს, სიცოცხლის ფერი დაეტყო.