ძიუდო

20:26 | 20.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები მედალს ვერ შესწვდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასტერდამის დიდი პრიზის მეორე დღეს მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ტატამზე პიტერ ზაიზენბახერის გუნდის 6 წევრი გავიდა და შედარებით შედეგიანად ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) იჭიდავა. ყაზახი ალექსანდრ კასაჩევისა და გერმანელი კრისტოფ ლამბერტის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში, რუს კირილ ვოპროსოვთან დამარცხდა და რადგან დიდ პრიზზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, პირდაპირ მე-5 ადგილი დაიკავა. ამ შედეგით, ლიპარტელიანმა პირად რეიტინგს 40 ქულა შეჰმატა.
მნიშვნელოვანი იყო ტატამზე ლაშა გუჯეჯიანის დაბრუნება, მაგრამ წლების წინანდელი საქართველოს ნაკრების მძიმე წონითი კატეგორიის ლიდერს ჯერ ჩვეულ ფორმამდე ბევრი უკლია და ეს ამსტერდამშიც გამოჩნდა - გუჯეჯიანმა პირველსავე მეტოქესთან – პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან წააგო.
ერთადერთხელ გავიდა ტატამზე მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილიც. მისთვის დაუძლეველი ბარიერი რუსი ანდრეი ვოლკოვი აღმოჩნდა. პირველივე წრიდან დაემშვიდობა ტურნირს ლევან ჟორჟოლიანიც (100 კგ).
თითო მეტოქის ჩამოცილება მოახერხეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ). ჭრიკიშვილი სერბი მიროლიუბ ივეზიჩის ძლევის შემდეგ, იტალიელ ფრანჩესკო ბრიერთან დამარცხდა. ცირეკიძემ კი ლატვიელი ვიქტორ რეშკო დაამარცხა და დიდ პრიზს ჰოლანდიელ ჰენკ ხროლთან წაგებით გამოეთიშა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096784