დღეს, გვიან ღამით, ინგლისში მიემგზავრებიან ქართველი პროფესიონალი მოკრივეები: 57 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი გაჩეჩილაძე (ქუთაისი) და 63 კგ. წონითი კატეგორიის წარმომადგენელი ნუგზარ მარგველაშვილი (საჩხერე), რომლებიც 16 აპრილს, ქალაქ მანჩესტერში, სარეიტინგო ორთაბრძოლებს ჩაატარებენ.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში, საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციის უფროსმა მწვრთნელმა, თამაზ ქართველიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაჩეჩილაძის მეტოქე, მასპინძელთა წარმომადგენელი გრეიტ ლიონი იქნება, ხოლო მარგველაშვილი სერგეი გულაკევიჩს (ბელარუსი) შეხვდება.







