სხვა

13:33 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ჰელსინკიდან ჩავლენ კარიააში და ჩვენს ნაკრებს უქომაგებენ

დღეს საღამოს, თბილისის დროით 19.00 (ჰელსინკის დროით 17.00) საათზე, ქალაქ კარიააში (ჰელსინკიდან 70 კილომეტრში მდებარეობს) გაიმართება მსოფლიო პირველობის შესარჩევი ტურნირის მატჩი ფინეთისა და საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებებს შორის. ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ინარჩუნებს ჯგუფიდან გასვლის შანსს. რასაკვირველია, მატჩის მსვლელობაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს ქომაგების აქტიურობაც. ამ სტრიქონების ავტორი დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს ჰელსინკიში. საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა ფინეთში  კონსტანტინე იოსელიანმა გვითხრა, რომ საელჩომ შეატყობინა ფინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ამ მატჩის შესახებ და მიმართა თხოვნით, დაესწრონ ამ შეხვედრას. ბატონმა კონსტანტინემ გვითხრა, რომ დღევანდელ მატჩს დაესწრებიან საელჩოს თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და ჰელსინკიში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები. 10-მა ქართველმა ჯერ კიდევ გუშინ  გამოთქვა მზადყოფნა გაემგზავროს კარიააში და ჩვენი დროშებითა და შეძახილებით აქტიურად უქომაგონ საქართველოს ნაკრებს. არ არის გამორიცხული, დღევანდელ მატჩს კარიააში უფრო მეტი ქართველი დაესწროს. იმედია, მათი მხარდაჭერა დაეხმარება ქართველ ხელბურთელებს.  

 

თენგიზ პაჭკორიასპეციალურად www.worldsport.ge

0.123591