საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ავსტრიელი სპეციალისტის, პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი გუნდი რეპეშაჟის ფინალში ესტონეთს დაუპირისპირდება.
გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ 12 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. საქართველოს ნაკრები კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა და პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა, სადაც მოლდოვის მომგებ გერმანიას დაუპირისპირდა. 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამი წონითი კატეგორიების ჩაჭიდავების შემდეგ, ქართველებმა 3:2 იმარჯვეს. ფინალში გადასასვლელი შეხვედრაც ამავე ანგარიშით დასრულდა, ოღონდ საქართველოს მეტოქის, უკრაინის სასარგებლოდ.
ფინალში უკრაინელები ფრანგებს შეხვდებიან, ხოლო მეორე ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელები და პოლონელები იბრძოლებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







