ფეხბურთი

9:01 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ევროპის ლიგაზე

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის IV ტურში რამდენიმე ქართველმა ითამაშა. "დნიპრომ" 2:0 სძლია პორტუგალიის "პასუშ ფერეირას" და მეთექვსმეტედფინალის საგზური გაინაღდა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და აქტიურიც გახლდათ: ორჯერ სცადა შორიდან გატანა და ერთხელ ააცილა, ერთხელ კი მცველს მოხვდა. სანდრო კობახიძე განაცხადში არ გახლდათ.

ყაზანის "რუბინმა" შინ 1:0 მოუგო "უიგანს", თუმცა საბა კვირკველიას არ უთამაშია. "რუბინმა" ასევე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა.

კვლავ უგოლოდ დარჩა ლადო დვალიშვილის "ლეგია", რომელმაც შინ 0:2 წააგო "ტრაბზონსფორთან" და 4 წაგება აქვს. დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

გია გრიგალავას "ანჟიმ" გასვლაზე ბოლო წუთზე გაუტანა ნორვეგიულ "ტრომსოს" და 1:0 იმარჯვა. გრიგალავამ კარგი მატჩი ჩაატარა, მარცხნივ აქტიური იყო. ქართველმა გაფრთხილებაც მიიღო. "ანჟი" თავის ჯგუფში მეორე ადგილზეა და თითქმის გასულია, რადგან 5 ქულით უსწრებს მესამეზე მყოფ "შერიფს", რომელმაც ლონდონში "ტოტენჰემთან" 1:2 წააგო.

 

 

 

0.123868