ჭიდაობა

20:40 | 17.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ევრო-სამეულს ვერ შეწვდნენ

ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე მედლის გარეშე ჩაამთავრეს. დღეს ბაქოში ჩემპიონ-პრიზიორები პირველ-ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ბეგი დარჩიას შეგირდთაგან კვარცხლბეკზე ასვლის ყველაზე რეალური შანსი ლაშა გოგიტაძესა (55 კგ) და ანტონ მამაგეიშვილს (66 კგ) ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა.
რევაზ ლაშხი ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა და რადგან ვერც მისმა მძლეველმა, რუმინელმა ეუსებიუ იანკუ დიაკონუმ იყოჩაღა, დამამშვიდებელი ეტაპის გზაც გადაეკეტა.
გენადი გოგიშვილმა (74 კგ) ევროპირველობაზე 2 შეხვედრა ჩაატარა. ჯერ იყო და მერვედფინალში, მომავალ ჩემპიონთან, ბელარუს ალექსანდრ კიკინიუსთან წააგო, შემდეგ კი სამეულის შანსი მომავალ ბრინჯაოსანთან, უკრაინელ დმიტრო პიშკოვთან დაკარგა.
4 წონის დაჯამებული შედეგის თანახმად, საქართველოს ნაკრებს 16 ქულა აქვს და გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზეა.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163751