ჭადრაკი

3:30 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ათეულს მიღმა

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 1 დღით ადრე, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი მასპინძელ სანტოშ ვიდიტს (2602) და ფილიპინელ ოლივერ ბარბოსას (2564) გააჩნიათ. მათ 9 ტურის თავზე 7-7 ქულა გააჩნიათ.

ლიდერებს ნახევარი ქულით 4 მოჭადრაკე ჩამორჩება, თუმცა, ქართველებს მათ შორისაც ვერ ვხედავთ. მიხეილ მჭედლიშვილი (2639) შავი ფიგურებით ინდოელ პრასად არუნს (2477) დაუზავდა და 5.5 ქულით მე-15 პოზიციაზეა, ხოლო ლევან ფანცულაიამ (2606), რომელმაც თეთრებით კიდევ ერთ მასპინძელ ჩაკრავარტი დეეპანთან (2496) წააგო, 5.0 ქულით 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.

დასკვნით მე-10 ტურში მჭედლიშვილი თეთრი ფიგურებით რაგურამ პრასანას (ინდოეთი, 2410) ეთამაშება, ხოლო ფანცულაია შავებით კარტიკეიანს (ინდოეთი, 2355) გაეჯიბრება.

0.112127