ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ ახალი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა და მასში, საუკეთესო ათეულში ქართველთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. 100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანს, დავით ასუმბანი (60 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) შეუერთდნენ.
ყველაზე დიდი ნახტომი რეიტინგში ასუმბანმა გააკეთა. პარიზის დიდი სლემის ჩემპიონობისთვის მიღებულმა 300-მა ქულამ იგი 41-ე ადგილიდან მე-10 ადგილამდე აღაზევა. ამჟამად ასუმბანის ანგარიშზე 400 სარეიტინგო ქულაა და ეს მარაგი სულ რაღაც ორ ტურნირზე გამოსვლით შეიქმნა. შეგახსენებთ, პარიზამდე დავითი თბილისის მსოფლიოს თასზე გაჩემპიონდა. ორი კვირის წინანდელ რეიტინგში, 60 კილოგრამის მეათე მოზიციას ამირან პაპინაშვილი იკავებდა, მაგრამ მას შარშანდელი პარიზული ტურნირის ვერცხლის პრიზიორობისთვის მიღებული 180 ქულა გაუნახევრდა და მე-17 პოზიციამდე დაეშვა.
უმსუბუქეს წონაში 24-ე ადგილს ნესტორ ხერგიანი იკავებს. თანამედროვე ქართული ძიუდოს ყველაზე უხვტიტულა წარმომადგენელმა წლეულს 66 კილოგრამში მოსინჯა ძალა, მაგრამ უშედეგოდ და კვლავ მშობლიურ წონაში დაბრუნება გადაწყვიტა. რეიტინგის გასაუმჯობესებლად და ნაკრების პირველნომრობის დასაბრუნებლად ხერგიანი 20 თებერვალს, დიუსელდორფის დიდ პრიზზე იბრძოლებს. ამ წონაში ნაკრების კანდიდატთაგან საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა პაატა მერებაშვილმა. პარიზულ ტატამზე გამომუშავებულმა 36-მა ქულამ იგი 98-ე ადგილიდან 33 საფეხურით დააწინაურა.
ყველაზე დაბალი რეიტინგი საქართველოს ნაკრების კანდიდატებს 66 და 73 კილოგრამებში აქვთ. ამ წონებში მოჭიდავე ქართველებმა ვერც ბოლო ორ კვირაში იყოჩაღეს და ისევ ოცეულს მიღმა რჩებიან. 66-ში შალვა ქარდავა 28-ე პოზიციაზე დგას, 73-ში კი ზაზა კედელაშვილი 26-ე ადგილს იკავებს.
81 კილოგრამში დიდი სლემის ფინალისტობამ ლევან წიკლაურს 180 ქულა შემატა და მე-15 ადგილიდან ათეულამდე ასწია. 90-ში ქართველთათვის საინტერესო მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანის 2 პოზიციით დაქვეითება იყო. მას შარშანდელი პარიზული 120 ქულა გაუნახევრდა და მე-20 ადგილზე ჩაინაცვლა.
ლევან ჟორჟოლიანი 100 კილოგრამის განახლებულ რეიტინგ-სიაში ისევ მე-10 ადგილზეა. ამ წონაში, დიდი სლემის ხუთეულში მოხვედრამ ირაკლი ცირეკიძე 13 საფეხურით დააწინაურა და ამჟამად იგი 28-ე ადგილზეა. მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი კი ასევე პარიზულმა ხუთეულმა ოცეულის ფსკერიდან მე-17 ადგილამდე ასწია.
20-21 თებერვალს მორიგ საერთაშორისო ტურნირს გერმანია უმასპინძლებს. დიუსელდორფის დიდი პრიზის ჩემპიონები 200 ქულას მიიღებენ, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები - 120 და 80 ქულას. დებულების თანახმად, ქულები საწყის ეტაპზე დამარცხებულებსაც დაერიცხებათ.
აქვე შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულს და რეიტინგში მოხსენიებულ ქართველთა სიას გთავაზობთ.
60 კგ
1 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 980
2 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 962
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 902
4 მასააკი ფუკუოკა (იაპონია) 720
5 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია) 712
10 დავით ასუმბანი 400
17 ამირან პაპინაშვილი 358
24 ნესტორ ხერგიანი 212
41 ბეთქილ შუკვანი 104
56 ლევან ჩუბინიძე 70
65 პაატა მერებაშვილი 56
92 სოსო ნიჟარაძე 28
66 კგ
1 ცაგაანბაატარ ხაშბაატარი(მონღოლეთი) 1200
2 სანიასურენ მიარაგჩა (მონღოლეთი) 912
3 ალიმ გადანოვი (რუსეთი) 812
4 სუგოი ურიარტე (ესპანეთი) 784
5 იო-ჩინ კიმი (სამხრეთ კორეა) 780
28 შალვა ქარდავა 172
67 ზაზა კედელაშვილი 60
98 ნესტორ ხერგიანი 30
104 სანდრო იაკობაშვილი 26
104 გიორგი ფერსაშვილი 26
113 მიხეილ ხომიზური 20
141 მინდია ხომიზური 8
73 კგ
1 კი-ჩუნ ვანი (სამხრეთ კორეა) 1630
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) 1024
3 გუი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა) 980
4 მანსურ ისაევი (რუსეთი) 830
5 ჟილ ბონომი (საფრანგეთი) 532
26 ზაზა კედელაშვილი 170
62 დავით ქევხიშვილი 60
64 დავით კუპრაშვილი 60
71 თენგიზ პაპოშვილი 56
74 მიხეილ ხომიზური 50
133 დავით კობერიძე 12
189 ამბაკო ავალიანი 4
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1150
2 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) 1120
3 სერგეი შუნძიკაუ (ბელარუსი) 700
4 ოლე ბიშოფი (გერმანია) 556
5 იან ბარტონი (ბრიტანეთი) 522
10 ლევან წიკლაური 456
25 ხვიჩა ხუციშვილი 214
79 იოსებ წელაური 40
79 დავით კარბელაშვილი 40
98 გრიგოლ შინჯიკაშვილი 26
102 საბა გავაშელიშვილი 22
126 გიორგი ბაინდურაშვილი 8
90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია) 1450
2 კირილ დენისოვი (რუსეთი) 940
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) 860
4 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა) 716
5 ჰეშამ მესბაჰი (ეგვიპტე) 700
20 ვარლამ ლიპარტელიანი 192
27 მინდია ბოდაველი 170
53 ზვიად გოგოჭური 70
53 გრიგოლ მამრიკიშვილი 70
66 საბა გავაშელიშვილი 52
99 ლაშა გურული 16
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1166
2 ჰი-ტაე ჰვანი (სამხრეთ კორეა) 1048
3 ელკო ფან დერ ხესტი (ჰოლანდია) 900
4 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 876
5 რამადან დარვიში (ეგვიპტე) 820
10 ლევან ჟორჟოლიანი 408
28 ირაკლი ცირეკიძე 144
43 დავით ლორიაშვილი 70
52 რევაზ ჩიკოიძე 60
56 ნოდარ მეტრეველი 58
98 დიმიტრი ტურაშვილი 8
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1350
2 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი) 760
3 კეიჯი სუძუკი (იაპონია) 728
4 მარტინ პადარი (ესტონეთი) 648
5 გრიმ ვუისტერსი (ჰოლანდია) 606
17 ზვიად ხანჯალიაშვილი 280
21 ადამ ოქრუაშვილი 258
28 ლაშა გუჯეჯიანი 146
60 ნოდარ მეტრეველი 40
80 გიგა გუბელაძე 16
ოთარ მაღლაკელიძე







