სხვა

15:36 | 15.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

“ქართველა 2010” ქართულმა წყვილმა მოიგო

თბილისში, კუს ტბაზე გაიმართა დავით ქართველიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო ტურნირი საპლიაჟო ფრენბურთში სახელწოდებით “ქართველა 2010”.
ტურნირი საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის თაოსნობით ტარდება და პირველი ქართველი ლიბეროსა და საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრის დავით ქართველიშვილის ხსოვნას ეძღვნება.
ტურნირის ორგანიზატორები საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია, თბილისის  ფრენბურთის ფედერაცია და თბილისის  სპორტის საქალაქო სამსახური იყვნენ, მხარდამჭერები კი – “ბილაინი”, “ბორჯომი”, “კოკა-კოლა”, “ედრეს ჯგუფი”, “ამაკორდ გრუპი” და “რედ ბული”.
შეჯიბრში მონაწილეობას 12 წყვილი იღებდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და სომხეთიდან.
პრიზიორებს ფულად პრიზებთან ერთად საჩუქრად გადაეცათ მედლები და სიგელები, I ადგილზე გასულმა წყვილმა კი სპეციალური თასი “ქართველა 2010” მიიღო.
ჩემპიონის ტიტული დავით ლიპარტელიანისა და თემური ჭაბუკიანის დუეტმა მოიპოვა, II ადგილზე თენგიზ ჯანხოთელი და არმენ ზაალიანი გავიდნენ, III პოზიცია კი სომხებმა ოვიკ ასმარიანმა და გრიშა გასპარიანმა მოიპოვეს.
უიღბლო გუნდისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო თამარ ქართველიშვილმა გიორგი ივანიშვილისა და არტურ ავეტისოვის წყვილს გადასცა, ფრენბურთის ფედერაციამ კი ტურნირის მონაწილეების და ორგანიზატორების ხელმოწერილი  ბურთი დავით ქართველიშვილის მამას თემურ ქართველიშვილს უსახსოვრა.

 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094959