საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინის ღია ჩემპიონატში მესამე შეხვედრა მოიგო.
ქართველებმა ამჯერად კიევის ნაკრები ანგარიშით 13:8 დაამარცხეს. მატჩის პირველი ორი პერიოდი დაძაბული გამოდგა, მაგრამ მესამე-მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა შეძლო უპირატესობის მოპოვება და შეხვედრის მისთვის სასურველ შედეგამდე მიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა მიმდინარე შეჯიბრზე აქამდე 3 მატჩი გამართეს – სევასტოპოლის ნაკრებს 12:9 მოუგეს, მარიუპოლის “ილიჩევეცთან” 8:10 დამარცხდნენ, ხოლო “მინსკს” 14:11 სძლიეს.
საქართველოს ნაკრები ტურნირის დასკვნით შეხვედრას, 19 დეკემბერს დნეპროპეტროვსკის ნაკრებთან გამართავს.
მაკა თოიძე







