ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სუმოში 18-წლამდელთა, 21-წლამდელთა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 5 მედალი მოიპოვა.
18-წლამდელთა შორის, ზურაბ აქუბარდიამ 100 კგ-ში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 21-წლამდელთა შორის, ზაზა ბალაშვილმა (მძიმე) – ოქროს, დიდებში კი ავთანდილ ცერცვაძემ (აბსოლუტური) - ვერცხლი და ადამ ბალაშვილმა ბრინჯაო აიღეს.
დიდების პირად-გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ერგო. ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატში 21 ქვეყნის 400-მდე სუმოისტი მონაწილეობდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური







