სხვა

13:31 | 23.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მშვილდოსანთა საზამთრო ბრინჯაო

ხორვატიის ქალაქ პორეჩში გამართულ ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
პირველ შეხვედრაში ქართულმა ტრიომ – ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინე ესებუასა და ასმათ დიასამიძის შემადგენლობით, რუსებს სოლიდური სხვაობით აჯობა – 234:220.
ნახევარფინალში ჩვენი გუნდი იტალიელებმა შეაჩერეს – 234:227, ბრინჯაოს მედლებისთვის შეჯიბრში კი ქართველმა გოგონებმა გერმანიის ბარირის დაძლევა შეძლეს – 229:225.
გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი უკრაინის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში იტალია 229:228 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის პირველობებში ეს ჩვენი ნაკრების მესამე ევროპული მედალია. 2002 წელს ქართველები ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, 2004-ში კი ახლანდელივით ბრინჯაო მოიპოვეს.
მიმდინარე წელს, ქართველ მშვილდოსნებს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი ელით. მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს დიდი პრიზები და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ოლიმპიურ დისტანციებზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094867