საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა კემბრიჯში ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა გუნდთან სავარჯიშო ტიპის შეხვედრა ჩაატარა და 10:36 დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 17:0 დაწინაურდნენ, სტუმრებმა კი ორივე ლელო მე-2 ტაიმში დადეს.
24 მაისს, გუნდები უკვე სრულფასოვან მატჩს გამართავენ. შაბათს, თამაში რაგბის კლუბ “კემბრიჯის“ სტადიონ – “ვოქალ პარკზე” გაიმართება და ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.
გასულ თამაშში ქართველი 19-წლამდელების შემადგენლობა ასეთი გახლდათ.
1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. ბექა კაკაბაძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ზოიძე, 8. ბექა გორგაძე, 9. ვასო ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 11. დავით გულიტაშვილი, 12. თემურ ირემაძე, 13. დევი დევსურაშვილი, 14. ირაკლი სვანიძე, 15. გიორგი ბაბუნაშვილი.
მარქაფა
16. თორნიკე მატარაძე, 17. გიორგი ტორაძე, 18. ვანო მარგალიტაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. გიორგი ჯავახია, 21. თემურ თუთბერიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. დავით ლობჟანიძე.