სხვა

13:25 | 9.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მკლავჭიდელთა წარმატება მოსკოვში

31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, მოსკოვმა მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები რუსეთის დედაქალაქში წარმატებით გამოვიდა. ქართველმა მკლავჭიდელებმა 8 მედალი მოიპოვეს და 22 ქვეყანას შორის მე-4 გუნდური ადგილი დაიკავეს.
საქართველოს სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, დიდებში ევროპის ჩემპიონები გენადი კვიკვინია (110 კგ.) და ვილენ გაბრავა (60 კგ.) გახდნენ. ახალგაზრდებში თავი ოქროს მედლით ვასილ დაუთაშვილმა (100 კგ.) გამოიჩინა. ვერცხლის მედლები კი ვახტანგ ბერიძემ (80 კგ. მარჯვენა) და მერაბ კაკაბაძემ (80 კგ. მარცხენა) დაისაკუთრეს. მასტერკლასში გამართულ შეჯიბრში ოქრო-ვერცხლი ერეკლე გურჩიანმა (100 კგ.) ირგუნა. მან მარჯვენა მკლავით ოქროს მედალი მოიგო, მარცხენათი კი – ვერცხლის.
ერეკლე გურჩიანი (მკლავჭიდის ფედერაციის გენერალური მდივანი): ”მოსკოვში უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. შეიძლება ითქვას, რომ ერთი კვირის მანძილზე ნამდვილი ომი იყო. საკმაოდ რთული იყო საპრიზო ადგილზე გასვლა, თუმცა ჩვენი მაინც გავიტანეთ და საკმაოდ კარგადაც გამოვედით.
საერთო ჯამში, ნაკრების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი მედლის მოპოვებაც შეგვეძლო. სამწუხაროდ, მსაჯებმა დაგვჩაგრეს, თორემ ორი ოქროს მედალი კიდევ უნდა აგვეღო და საპრიზო ადგილიც უნდა დაგვესაკუთრებინა.
ვაგრძელებთ ვარჯიშს და საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას. ნოემბრის ბოლოს ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის, სწორედ მათი თანადგომით გავემგზავრეთ მოსკოვში და ქართული ჰიმნიც ავაჟღერეთ”.

 
31 მაისი – 6 ივნისი. მოსკოვი. მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი
დიდები

1. გენადი კვიკვინია (110 კგ.) – ოქრო
2. ვილენ გაბრავა (60 კგ.) – ოქრო
 
ახალგაზრდები
1. ვასილ წერეთელი (60 კგ.) – ოქრო
2. ვახტანგ ბერიძე (80 კგ. მარჯვენა) – ვერცხლი
3. მერაბ კაკაბაძე (80 კგ. მარცხენა) – ვერცხლი
 
მასტერკლასი
1. ერეკლე გურჩიანი (100 კგ. მარჯვენა) – ოქრო
2. ერეკლე გურჩიანი (100 კგ. მარცხენა) – ვერცხლი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082439