ძიუდო

23:12 | 12.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მძიმეწონოსანს მძიმე წილისყრა ერგო

ლისაბონში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 12 ივნისს, მედლები პირველ სამ წონით კატეგორიაში – 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ერთადერთი სპორტსმენით, ალექსანდრე მსხალაძითაა ჩასული. იგი მძიმე წონაში, ხვალ მოირგებს კიმონოს და პირველსავე წრეში უმთავრეს ფავორიტს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდება. ხვალვე გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90 და 100 კილოგრამებშიც.
დღეს კი, ოქროს მედლები გერმანელმა ტობიას ენგლმაიერმა (60 კგ), უკრაინელმა სერგეი დრებოტმა (66 კგ) და პორტუგალიელმა ჟოაო პინამ (73 კგ) მოიპოვეს.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
ლისაბონი
12 ივნისი
60 კგ

1 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)
2 აი ლამუსი (ჩინეთი)
3 ბრენო ალვეში (ბრაზილია)
3 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
66 კგ
1 სერგეი დრებოტი (უკრაინა)
2 პედრო იაკინტო (პორტუგალია)
3 დენის კოზლოვსი (ლატვია)
3 სერგეი პლიევი (უკრაინა)
73 კგ
1 ჟოაო პინა (პორტუგალია)
2 კრისტოფერ ვოელკი (გერმანია)
3 იუკი ნიშიამა (იაპონია)
3 ანდრეა რეგისი (იტალია)
ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095147