ძიუდო

14:51 | 12.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტებს ვენაში გაფრენა დაუგვიანდათ

უკვე 10 საათზე მეტია, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის აეროპორტშია. ქართული დელეგაცია დღეს გამთენიას, თბილისი-სტამბოლი-ვენას ავიარეისით უნდა გაფრენილიყო, მაგრამ...
კომპანია "ტავ ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ თეა ტაბიძის განცხადებით, პრობლემა ყაზახური ავიაკომპანია "დელტას" სატვირთო თვითმფრინავის მოცურებამ და ასაფრენი ბილიკიდან გადასვლამ შექმნა, მაგრამ უკვე ყველაფერი რიგზეა და ფრენაც აღდგა.
“სტამბოლის რეისით აღარ მივფრინავთ. ვენაში კიევიდან ჩავალთ, რადგან დროში უკვე საკმაოდ შეზღუდულები ვართ. სავარაუდოდ 7 საათისთვის უკვე ავსტრიაში ვიქნებით და კენჭისყრასაც ჩავუსწრებთ, თუმცა თუ ამ პროცედურას ვერ დავესწრებით, არც ეს იქნება დიდი პრობლემა. რაც მთავარია, ორგანიზატორები უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში, იციან რომ მივდივართ და ქართველებს სიიდან არ ამოიღებენ” – უთხრა მსოფლიო სპორტს” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა.
თბილისი-კიევის ავიარეისი დაახლოებით ნახევარ საათში შესრულდება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.095403