სხვა

22:19 | 26.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართულმა წყვილმა პირველი რაუნდი დასძლია

ფიგურულ სრიალში მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატი მარტის ბოლოს, იაპონიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ამ აზიურ ქვეყანაში დატრიალებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, ტურნირის მასპინძლად რუსეთის დედაქალაქი - მოსკოვი მოგვევლინა.

ქართული ფიგურული სრიალის მთავარი იმედი ელენე გედევანიშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატში 29 აპრილს ჩაებმება, როდესაც ძალებს ქალთა შეჯიბრის მოკლე პროგრამაში მოსინჯავს, დღეს კი ყინულზე ცეკვებში დახელოვნებულმა ქართულმა წყვილმა – ელისონ რიდმა და ოთარ ჯაფარიძემ იასპარეზა.
წინასწარ რაუნდში სულ 17 დუეტი ჩაება, რომელთაგან ათმაც ძირითად ტურნირის საგზური მიიღო. იღბლიანთა შორის აღმოჩნდა რიდისა და ჯაფარიძის წყვილიც, რომელმაც 70.90 ქულით (38.36 ტექნიკური ელემენტებისთვის, +32.54 პროგრამული კომპონენტებისთვის) მე-6 ადგილი დაიკავა.
29 აპრილს, მოცეკვავე დუეტები მოკლე პროგრამას შეასრულებენ, რის შემდეგაც მოწინავენი თავისუფალი ცეკვის ჩვენების უფლებას მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088654