სხვა

15:43 | 15.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართულმა სამეულმა ევროპის ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა

საქართველოს აიკიდოისტთა სამკაციანი ნაკრები გამარჯვებული დაბრუნდა ევროპის მეორე საკლუბო ჩემპიონატიდან, რომელიც ჩეხეთის ქალაქ ბუდეიოვიცეში გაიმართა.
ვახტანგ სიხარულიძეს, ლაშა როსტომაშვილსა და ვახტანგ ობგაიძეს საკმაოდ დაძაბული შეხვედრები ჰქონდათ ბრიტანეთის, ბელგიის და რუსეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან, თუმცა, მათ სხვადასხვა სახეობებში, საერთო ჯამში 14 მედალი ჩამოიტანეს: 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
ვახტანგ სიხარულიძე (საქართველოს ტომიკი აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი): “განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ კუმიტეში საქართველოს წარმომადგენლები ამ დრომდე ასეთი მაღალი დონის ტურნირზე ფინალში არ ყოფილან. ვახტანგ ობგაიძემ მასზე უფრო ტიტულოვანი მოწინააღმდეგეების დამარცხება შეძლო და ფინალში გავიდა, სადაც მას გასული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ბრიტანელი სპორტსმენი შეხვდა და მხოლოდ  ქულების უმნიშვნელო სხვაობით დაამარცხა.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის, რუსეთის, ბელგიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების ნაკრებებს ევროპირველობაზე 20 სპორტსმენზე ნაკლები არ ჰყავდათ ჩაყვანილი, თუმცა, საერთო ჯამში ისეთი შედეგის ჩვენება, რაც სამმა ქართველმა შეძლო, ვერავინ მოახერხა.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094222