1982 წლის ვიდეო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. დორტმუნდი. სსრკ - იუგოსლავია 30-27 დამატებით დროში. ვიდეოზე აღბეჭდილია ალექსანდრე ანპილოგოვის ხუთივე გოლი. 2014 წლის 18 იანვარს ყველაზე ტიტულიან ქართველ ხელბურთელს უსრულდება 60 წელი (მადლობა ზაზა წულაძეს ვიდეოს მოძიებისთვის).
18 იანვარს 60 წელი შეუსრულდა ყველაზე ტიტულიან ქართველ ხელბურთელს ალექსანდრე ანპილოგოვს. ვეტერანი ხელბურთელი უკვე ოციოდ წელია ცხოვრობს და საქმიანობს გერმანიაში, სადაც დაასრულა კიდეც თავისი საკლუბო კარიერა, ხოლო იქამდე თბილისის “ქარიშხალასა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი იყო.
ანპილოგოვი თბილისში დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს, 1970-85 წლებში კი თამაშობდა თბილისის “ქარიშხალას” სახელგანთქმულ გუნდში. კლუბში ის იყო სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1977, 80, 81), სსრკ სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975).
საბჭოთა კავშირის ნაკრებში ანპილოგოვი პირველად მონრეალის ოლიმპიადაზე მოხვდა 1976