ჩოგბურთი

22:08 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი ვერსმოლდის ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელების – ანა ტატიშვილის და სოფო შაფათავას დუეტმა, რომელიც გერმანიის ქალაქ ვერსმოლდში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მე-2 ნომრადაა განთესილი, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტატიშვილმა და შაფათავამ საწყის რაუნდში გერმანელებს – კოპრაჩს და სტოლს 6:1, 6:1 სძლიეს, შემდეგ რუსეთის სახელით მოთამაშე ძალამიძეს და გერმანელ ზაიას 6:2, 6:2 მოუგეს, ნახევარფინალში კი მე-4 განთესვის მქონე ხორვატულ-უკრაინულ დუეტს (ვრლიჩი-ზანიევსკა) აჯობეს – 5:7, 6:1, 10:3.

ფინალში ქართველ გოგონათა მეტოქე ავსტრიულ-სლოვენიურ (კლემენშიცი-კლეპაჩი) და ფრანგულ-ჩეხურ (ფეუერშტეინი-ვორაცოვა) წყვილებს შორის მატჩში ირკვევა.

თუკი ფინალში ფეუერშტეინი და ვორაცოვა გააღწევენ, ტატიშვილს რევანშის შანსი მიეცემა. საქმე ის გახლავთ, რომ ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილმა ტატიშვილმა ჩეხ რენატა ვორაცოვასთან 3:6, 6:4, 3:6 წააგო.

0.120516